1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 118 პაციენტი მკურნალობს

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 118 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

კლინიკის ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან. მისივე თქმით, კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

"ინფიცირებულთა შორის სამის მდგომარეობა არის მძიმე და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ არიან. მათ თანმხლები დაავადებები აღენიშნებათ. განყოფილებაში მყოფ 22 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, მათთან მიმართებაში ანტივირუსული მკურნალობა მიმდინარეობს. სხვა პაციენტებზე კი გეგმური მონიტორინგი",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები