2 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელო“ მიესალმება ნატოს-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2020“

 

“ლელო“ მიესალმება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზებით დაწყებულ სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც აგრეთვე მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და საფრანგეთის სამხედრო ქვედანაყოფები. ეს ღონისძიება არის საქართველოსადმი დემოკრატიული სამყაროს თანადგომის მორიგი მკაფიო დემონსტრირება, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მომავალი გამთლიანების უმნიშვნელოვანესი გარანტია. 

ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებშია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ამგვარი თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოვება, როგორც ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების ქოლგის უზრუნველყოფა. მაგრამ მეგობარი ქვეყნების დახმარება ფუჭად ჩაივლის, თუ დემოკრატიული არჩევნების გზით რაც შეიძლება სწრაფად არ დავაღწიეთ თავი ქვეყნაში გამეფებულ სტაგნაციას და საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე ბოლო ხაებში გაჩენილ კითხვებს. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს დემოკრატიული სამყაროს საიმედო და სანდო პარტნიორის სტატუსი - ესაა  „ლელოს“ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედი და ამ ვალდებულებას ვიღებთ სტრატეგიული პარტნიორების წინაშეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები