1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“განაჩენი, რომელიც გამოცხადდა, უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური და სამართლიანი" - მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, “დღევანდელი განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობისა და გულისხმიერების ტესტი ვერ ჩააბარა”.

“განაჩენი, რომელიც გამოცხადდა, უფრო არის პოლიტიზირებული და არა ობიექტური და სამართლიანი. ცინიკურია თუმცა ფაქტია, რომ თ.ზ-ს ნაწილში გამართლდა მარიანა ჩოლოიანი და გარდაცვლილი ლუკა სირაძის ნაწილში გამტყუნდა, სადაც ბრალდების სახელმძღვანელოდ ბოლო წუთამდე იყო დაზარალებული დედის ჩვენება, რომელიც იყო დაინტერესებული და სუბიექტური. ჩვენ ვაპირებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას, თუმცა თუ შემდეგი ინსტანციებიც ამგვარი დაკვეთის შემსრულებლები აღმოჩნდნენ, სადაც სამართლიანობა და გულისხმიერება არ იქნება გაზიარებული, ამ შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა სამართლიანობისათვის არ დამთავრდება კარგად. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას იმიტომ, რომ მარიანა ჩოლოიანმა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღო დღეს განაჩენი”,- განაცხადა ადვოკატმა.

მოსიაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ თვითმკვლელობის მომენტში ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

„მე აქამდე თავს ვიკავებდი, არ მინდა მედიასაშუალებები ყოფილიყვნენ კვაზი სასამართლოს ფუნქციის შესრულების წინაპირობა, რაც სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში ხდება. ლუკა სირაძე იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელზეც არავინ არასდროს საუბრობდა, ეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა იქნება გასაჯაროვებული. დედის პოზიცია გახლდათ ის, თითქოს მარიანა ჩოლოიანმა მიიყვანა ლუკა სირაძე იმ მდგომარეობამდე, რომ ის გადმოხტა კორპუსიდან. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მხოლოდ დედის განცხადება არ არის საკმარისი. დედის ინტერესი იყო გარდაცვლილი შვილის მდგომარეობა. დედა სასამართლოზე აცხადებდა, რომ მას და მის შვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაც კი აუკრძალეს, თუმცა ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ისინი შედიან საპირფარეშოში, თუნდაც ეს ელემენტარული არის ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ დედის მიერ მიცემული ინფორმაცი არის სუბიექტური.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართლიანობის ტესტი ვერ და არ ჩააბარა. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს ბრძოლა იქნება მარიანა ჩოლოიანის გამართლებამდე“, - აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...