1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბაჩალიაშვილის მანქანაში სისხლის კვალი აღმოაჩინეს და უცხო მამაკაცის დნმ-ი

ბოლო ბრიფინგზე, პროკურორმა დავით გუმბერიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღებული ნიმუშების შედეგებზე ისაუბრა. გენეტიკურ მასალებზე საუბრისას პროკურორმა ჩამოთვალა, მანქანის სალონში რა ადგილებზე აღმოაჩინეს თამარ ბაჩალიაშილის დნმ-ი.

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე – ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, – თქვა პროკურორმა.
მაგრამ, პროკურორს არ უთქვამს, რომ ავტომობილში სისხლიც იპოვნეს და სხვა პირების დნმ-ებიც. პროკურატურისსავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო: მაგნიტოფონის ქვევით. ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე. მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის..

ჯერჯერობით არსად მოგვისმენია განმარტება ან ვერსია, როდინდელია სისხლის წვეთები ან რატომ არის ბაჩალიაშილის სისხლი მის ავტომობილში სხვადასხვა ადგილას, ან როგორ მოხვდა ის მაგნიტოფონის ქვეშ შენახულ პირბადეზე. რამ გამოიწვია სისხლდენა. საინტერესოა, რატომ არაფერი თქვა ამის შესახებ პროკურორმა ბრიფინგზე.

რაც შეეხება დნმ-ებს. პროკურორმა ასევე არაფერი თქვა, რომ ავტომობილში სხვა ადამიანების გენეტიკური ინფორმაციაც იპოვნეს. მაგალითად პირბადეზე, თამარის სისხლის წვეთების გარდა აღმოჩენილია, უცნობი მამაკაცის დნმ-ი, რომელიც არ შიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი. სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე თამარის დნმ-სთან ერთად მდედრობითი სქესის კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ია, რომელიც შეიძლება თამარის ბიოლოგიური ნათესავის იყოს.

თამარის დედა ამბობს, რომ წინა დღეს იჯდა მის ავტომობილში და მისი დნმ-ი აუცილებლად იქნებოდა მანქანაში, მაგრამ გამოძიებამ დღემდე დაზუსტებით არც ის თქვა, სიჩქარის კოლოფზე არსებული დნმ-ი ეკუთვნის თუ არა მის დედას, თეონა თამაზაშვილს. მანქანის სალონის წინა სათავსოს სახელურზე, ელექტროშოკზე, ტუბზე, იპოვნეს ასევე მამაკაცის დნმ-ი, რომელიც განსხვავდება პირბადეზე არსებული მამაკაცის დნმ-ისგან. ექსპერტებმა ამ დნმ-ის კუთვნილება მათთან არსებული დნმ-ების ბაზის მიხედვით ვერ დაადგინეს.

ეს არის კითხვები რომლებზეც გამოძებამ არაფერი თქვა: მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ექსპერტიზის დოკუმენტი, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში სხვა პირების დნმ-ებიც იპოვეს, პროკურორმა გუმბერიძემ ეს ინფორმაცია ბრიფინგზე უარყო. მანქანაში ასევე ნაპოვნია სხვა დნმ-ის დაზიანებული ნიმუშები, რომელთა კვალიც იმდენად უხარისხოა, რომ მათი შემდგომი კვლევა შუძლებელია.

მთავარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...