1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ერთ თამაშს თამაშობენ - ლანა გალდავა

„ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას გამოეხმაურა. შვიტკინის თქმით, რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. 

ხოლო ამ ფაქტს „ლელოს“ ლიდერი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივ თამაშს უწოდებს და აღნიშნავს, რომ  ეს თამაში  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მომართული. რაც შეეხება საწამლავით ოპონენტების განადგურებას, ეს რუსეთის კარგად ნაცადი მეთოდია და ამის ვრცელი მაგალითები არსებობს. 

„თანამედროვე მსოფლიოში საწამლავს ოპონენტების გასანადგურებლად მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება იყენებს, ჩვენ გვახსოვს ლუშენკო, ლიტვინენკო და ეს სია ვრცელია.  დღესაც რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.  მათი მთავარი მიზანი ჰიბრიდული ომის წარმოება და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაა.   ახლაა საქართველოს ხელისუფლება ექიმების დამცავ ფარსაა ამოფარებული. ცოტა ხნის წინ მათი ტროლები ლუგარის ლაბორატორიის კრიტიკით იყვნენ დაკავებული და მოკავშირეებიც კი იყვნენ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ ნარატივში. 

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები თამაშობენ ერთ თამაშს და ეს თამაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ აღარ იყოს საქართველოს მმართველობაში,“- განაცხადა ლანა გალდავამ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები