1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“არც წყალი დალია, არც ჭამის თავი ჰქონდა – უმწეო, უმომავლო ბავშვი – სირცხვილი ჩვენო საქართველოვ!”

მწერალი, სოსო ნადირაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“ეს 9-10 წლამდე ბავშვი დღეს ასეთ მდგომარეობაში ეგდო ავლაბრის მეტროს შენობასთან.

გამვლელებმა შეანჯღრიეს, თითქოს გამოიღვიძა, მაგრამ არც მიწოდებული წყლის დალევისა და არც კეთილი გამვლელის მიერ მიწოდებული ხაჭაპურის ჭამის თავი ჰქონდა. ისევ ჩაეძინა.

როგორც ხედავთ, ესაა უკვე ზღვარს გადაბიჯებული უმწეო ბავშვი, მიტოვებული, გამეტებული, გარიყული, დაღლილი კი არა, ღონეგამოცლილი, მშიერი და უმომავლო და რამდენია დღეს ასეთ მდგომარეობაში!

საქართველოში ბავშვებს ანგელოზებად თვლიდნენ ყოველთვის და არასოდეს შიმშილობდნენ, გაავრცელეთ, იქნებ, ღმერთმა ინებოს და ასეთ ბავშვებს გამოუჩნდეს ვინმე მფარველი ან მზრუნველი.

სადაა სახელმწიფო, საპატრიარქო და ისინი, ვისაც ეხება ამ საკითხის მეტნაკლებად მაინც მოგვარება? რა თქმა უნდა, ქართველ კაცს ისე არ გასცივებია გული, სასწრაფოსთვის არ დაერეკა და გულთან არ მიეტანა ეს ტრაგედია, ზოგი ალბათ იმასაც იტყვის წინა მთავრობების დროს არ ხდებოდა იგივეო? აქ მთავარი მომრავლებული საგანგაშო ფაქტია. ქართველ ხალხს არ აინტერესებს რა ხდებოდა გუშინ, იმიტომ რომ ის წარსულია. ქართველ ხალხს შემზარავი აწმყო უკლავს გულს. 

მადლობა მინდა გადავცე ფოტოს გადამღებს და მსურს მოვუწოდე სრულიად საქართველოს, აუცილებლად გადაიღეთ ფოტო და ასტეხეთ განგაში, სადაც ხელი მიგიწვდებათ, როდესაც ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის უფლებების დარღვევას შეეჩეხებით. მხოლოდ ასე დავამარცხებთ უსამართლობას. სირცხვილი ჩვენო საქართველოვ!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები