1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლაშა ფარულავა: გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო პროცესის მანიპულაციის საშუალებას უტოვებს

საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები  სახელისუფლებო პარტიას საარჩევნო პროცესის მანიპულაციის საშუალებას უტოვებს, რადგან პროცესი მინდობილია მხოლოდ მათ კეთილსინდისიერებასა და პოლიტიკური ნებაზე - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება საარჩევნო რეფორმასთან, თავისუფალ და გამჭირვალე არჩევნებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამოწვევები და პრობლემები ბევრია, რაც ხელისუფლების არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია.

„2020 წელს მთლიანად საარჩევნო სისტემის მიმართულებით განვითარებულმა მოვლენებმა კვლავინდებურად დატოვა განცდა, რომ საარჩევნო სისტემაში წარმოდგენილი ცვლილებები არ იყო ნაკარნახევი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის მოტივით, ამ გზით სახელისუფლებო პარტიამ მოახდინა პოლიტიკური კრიზისის დაბალანსება და გაანეიტრალა როგორც ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკური სუბიექტების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებები.“- განაცხადა ფარულავამ. 

მისივე თქმით, ამის თაობაზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წინასაარჩევნო ანგარიშშიც გამახვილებულია ყურადღება და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო კონკრეტული მაგალითი თუ როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების ნება და როგორ შეუძლია მათ იმოქმედონ მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების გზით.  იგივე ბერკეტების დატოვება ხელისუფლებისთვის, რომელიც დადასტურებულად შემჩნეულია საარჩევნო მანიპულაციაში, არ იძლევა საშუალებას ქვეყანამ ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები, სწორედ ამის საფრთხეს ხედავს ჩვენი დასავლელი მეგობრები და აქვთ ადეკვატური პოზიცია.“- აღნიშნა ფარულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...