1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლი დროულად გამოაქვეყნოს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს პროტოკოლი, რომლითაც აპირებს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაივლის.

„საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გაიწეროს წესები და პროცედურები. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნული პროტოკოლის შემუშავებაში და ვითანამშრომლოთ ცესკოსთან.“- განაცხადა თევზაძემ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის არასათანადოდ გამოყენების ფაქტებს. როგორც ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ -ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა საჩხერის მუნიციპალიტეტში.

„საარჩევნო რეგულაციები დღეს ამოქმედდა. მომავალში მსგავს ინციდენტებზე "სამოქალაქო პლატფორმა 20/20" განახორციელებს ადვოკატირებას და მონიტორინგს. ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლები ყველა მაჟორიტარულ ოლქში ამას უზრუნველყოფენ,“- განაცხადა ფარულავამ.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოწვევად იქცა იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანება, რომელმაც ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები 5 დღიდან 30 დღემდე გაახანგრძლივა.

„მინისტრის ახალი ბრძანება ხელისუფლებას აძლევს მანიპულაციის შესაძლებლობას, მისთვის სასურველ ამომრჩეველს დროულად დაუკმაყოფილოს მოთხოვნა რეგისტრაციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კი პროცედურები გაუწელოს, ნოემბრამდეც კი,“- განმარტა ფარულავამ.

როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა აღნიშნა, რომ შიდა მიგრაცია ნებისმიერ არჩევნებზე სერიოზული გამოწვევაა, რადგან ამომრჩეველთა დიდი ნაწილი რეგისტრირებულია რაიონებში, დედაქალაქში ან დიდ ქალაქებში მუშაობს, არჩევნების დღეს საერთოდ ვერ ახერხებს ხმის უფლების გამოყენებას.

„იუსტიციის მინისტრის ახალი ბრძანება, რომელმაც გაართულა რეგისტრაციის პროცედურები, უარყოფითად აისახება ამომრჩეველთა აქტივობაზე,“- განაცხადა ფარულავამ.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები