2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ექსტრასთან და მასთერქარდთან ერთად ახალ კამპანიას იწყებს

1 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლისათვის საინტერესო, მათ საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების წარდგენას. ამჯერად ბანკი sCool Card-ისა და სტუდენტური ბარათის მეშვეობით,  მისი პარტნიორის, ყველაზე დიდი ონლაინ შოპინგ მოლის - Extra.ge-ს კამპანიაში ჩაერთო. კამპანია  Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აქტუალურ პროდუქციაზე ფასდაკლების შეთავაზებას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, ყველა, ვინც 1 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით  ახალი სასწავლო წლის  სამზადისისთვის ექსტრაზე არსებული შეთავაზებებით ისარგებლებს, 60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს, საიდანაც 10%-დან 20%-მდე  ფასდაკლებას Mastercard-ი ფარავს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის. 

მომხმარებელი ფასდაკლებას 46 პარტნიორი მაღაზიის მიერ წარდგენილ 2000-ზე მეტ აქტუალურ პროდუქტზე მიიღებს. ისეთ კატეგორიებზე, როგორიცაა: საკანცელარიო, წიგნები და სახელმძღვანელოები, ლეპტოპები და კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და აქსესუარები, სასკოლო ჩანთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა. 

რადგან როგორც sCool Card-ი, ასევე  სტუდენტური ბარათი Mastercard-ია, მის მფლობელებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით. 

„მოხარული ვართ რომ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებულ კამპანიას ვთავაზობთ.  ამ კამპანიის ფარგლებში sCool Card-ისა და  სტუდენტური ბარათის მფლობელებს, მათ ვინც სკოლისთვის ან უნივერსიტეტისთვის ემზადება, ვაძლევთ შესაძლებლობას, 60%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ იმ შემთხვევაში თუ ნივთს  Extra.ge-დან და თანაც Mastercard-ის მეშვეობით შეიძენენ. გვინდა ამ შეთავაზებით ყველას  მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება, ვუსურვოთ წარმატება და ვურჩიოთ რომ დაზოგონ Mastercard-თან, საქართველოს ბანკთან და Extra.ge-სთან ერთად“,-  აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

„ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობდეთ მათთვის სასიხარულო და სასურველ პროდუქციას, განსაკუთრებული პირობებით. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვისაც საგანგებოდ მოვემზადეთ. www.extra.ge-ზე წარმოდგენილი 300-ზე მეტი პარტნიორიდან, 46 მაღაზია უკვე მზად არის, განსაკუთრებული ფასდაკლება გაუკეთოს მომხმარებელს ონლაინ შოპინგისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში ჯერ კიდევ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული, სტუდენტებისა და მშობლების სურვილებით დამთავრებული, მომხმარებელმა ჩვენს პლატფორმაზე გააკეთოს შენაძენი, რომელიც სჭირდება და რაც მთავარია გაუხარდება. მადლობას ვუხდით Mastercard-ს და საქართველოს ბანკს, რომელთა ხელშეწყობითაც აღნიშნული კამპანია უფრო მასშტაბური გახდა“ - განაცხადა Extra.ge-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ბუაძემ. 

„მოხარულები ვართ და მივესალმებით Online Marketplace-ების გააქტიურებას ქართულ ბაზარზე.  ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ შოპინგის ისეთი მარტივი და კომფორტული გამოცდილების მიღება, როგორსაც Extra.ge  Mastercard-ის ყველა მომხმარებელს სთავაზობს“ - აცხადებს Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, იგორ სტეპანოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...