1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლისის გზაზე პატრულის მანქანა 12 წლის მოზარდს დაეჯახა – ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მოზარდს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები