1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე. ამჯერად, სამი შვილის მამა შეიწირა არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა” - გიორგი კაპანაძე

ჭიათურის მაღაროში 46 წლის კობა ჩაფიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში, გიორგი კაპანაძე ავრცელებს.
“კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ჭიათურის მაღაროზე.
ამჯერად 46 წლის სამი შვილის მამა, კობა ჩაფიძე შიეწირა არაადამიანურმა სამუშაო პირობებმა.
მას ტრაქტორმა გადაუარა.
აღარ დასრულდა ტრაგედიები ჭიათურის მაღაროებში.
ეს, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, მაღაროზე გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, - წერს გიორგი კაპანაძე “ფეისბუქზე”.
“ასეთი ტრაგედიები იმიტომ ხდება რომ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
კორუფციაში იხრჩობა ქალაქი და არავინ ზრუნავს მაღაროელებზე, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლით რისკავენ იმისათვის რომ ოჯახი გამოკვებონ.
მსგავსი ცინიკური მიდგომა წელსვე უნდა შეიცვალოს.
მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ როგორც ღირსეული შემოსავალი, ისე უსაფრთხო სამუშაო გარემო” - ამბობს გიორგი კაპან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები