2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თერჯოლაში „სოკარის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი სტუმრებს რეგულაციების დაცვით მასპინძლობს

ზესტაფონის ავტობანზე, თერჯოლის გადასახვევთან „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსი სტუმრებს რეგულაციების დაცვით მასპინძლობს. ზაფხულის მიწურულს, დასავლეთ საქართველოდან მომავალ მგზავრებს კომპლექსში ყველანაირი საჭირო სერვისის მიღება შეუძლიათ.

„სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსზე მისულ ადამიანებს, „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურის გარდა, ელექტრომობილის დამტენიც დახვდებათ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათი მიზანია, სადგურზე მისულმა მომხმარებელმა არა მხოლოდ საწვავი ჩაასხას, არამედ მიიღოს სრული სერვისი, რაც შეიძლება მგზავრს გზაზე დასჭირდეს. 

მათ კი, ვინც გზაზე გაჩერებას უბრალოდ დასასვენებლად გადაწყვეტს, შეუძლიათ ადგილზე არსებული კაფე-მარკეტის, ვეი მარტის, ან კვების ობიექტების - Dunkin Donuts-ისა და Wendy’s-ის მომსახურებით ისარგებლონ. სტუმრებისთვის, ასევე, საღამოს 9 საათამდე მუშაობს ჯიპისის აფთიაქიც.  

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, „სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსს მუშაობა არ შეუწყვიტავს და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციის დაცვით მასპინძლობს სტუმრებს.

ზაფხულის მიწურულს, ყოველ კვირას, თერჯოლასთან არსებულ „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსის კაფე-მარკეტ ვეი მარტში მისულ სტუმრებს სიურპრიზიც დახვდებათ. მარკეტში 10 ლარის პროდუქციის შეძენისას, ისინი საჩუქრად უგემრიელეს ყავასაც მიიღებენ. ყავის ნაირსახეობა კი სტუმრებს შეუძლიათ თავად აირჩიონ - ვეი მარტი მათ ესპრესოს, ამერიკანოს, კაპუჩინოს, ლატეს ან ცივ ყავას სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები