2 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მედეა ხომ წაიყვანე ღმერთო და ხატია მე დამიტოვე”- უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დედა ხალხს თხოვნით მიმართავს

23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 25 წლის, რუსთაველი მედეა დევსურაშვილი სწორედ ამ ავარიას შეეწირა. სამი გადარჩენილიდან ერთ-ერთი კი მისი და, 23 წლის ხატია დევსურაშვილია, რომელიც ამჟამად კომაშია.

„ოჯახს სამი გოგო ჰყავს, მედეა უფროსია, მას ბებიის სახელი დაარქვეს, მომდევნო ხატიაა და ჰყავთ კიდევ ნაბოლარა შვილი, 11 წლის ლიზიკო. საუკეთესო გოგონები აღზარდეს. ინტერნეტში მოძებნეს ტური და წასვლა ისე დაგეგმეს. რა იცოდნენ, რომ სიკვდილის შესახვედრად მიდოდნენ? დილის 4 საათზე იყო გასვლა დეგეგმილი და მამამ წაიყვანა მანქანით, მიკროავტობუსში ჩასვა და გააცილა. რომ დაემშვიდობნენ, დედას პირჯვარი გადაუსახავს მათთვის და ცუდად გამხდარა. 

შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შატილიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. 112-დან მოვიდენ და წაიყვანეს დედ-მამა – ვინც იყო მიკროავტობუსში, ყველას მშობლები მიგვყავსო. აღმოჩნდა, რომ სამი ადამიანის ვინაობა იყო დაუდგენელი და გამომძიებელმა მამას აჩვენა იმ სამი ადამიანის ფოტოები, – რომელიმე შენი ხომ არ არისო. მამამ შვილი მხოლოდ წარბებით იცნო. – ეს გოგო ცოცხალიაო, უთხრეს. 

საშინელება ტრიალებს… ვიდრე მედეას შინ გადმოასვენებდნენ, დედა ხატიასთან იყო, კლინიკაში და რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა. მაშინვე ხატებთან დაიჩოქა და ლოცვა აღავლინა შვილის გამოსაჯანმრთელებლად. „მედეა ხომ წაიყვანე ღმერთო და ხატია მე დამიტოვე, ნუ წაიყვანო“, – ტირის საცოდავი ქალი. არ ვიცი, რა ეშველება ამ ოჯახს და როგორ გაუძლებენ ამხელა ტრაგედიას“, - განუცხადა „პრაიმტიმს“ ოჯახის ახლო ნათესავმა.

გოგონების დედის თხოვნაა, რომ ყველამ ილოცოს მისი შვილის გამოჯანმრთელებისათვის და ახლად შესვენებული მედეასთვის.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...