2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბადრი ჯაფარიძე - ახალი სისტემა არჩევნების გაყალბების რისკებს შეამცირებს

დღეს 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

ოპოზიციურ პარტიებს შორის იყო “ლელო საქართველოსთვის”. პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, ხოლო პარტია „ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს და თვლის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის ნდობა დაკარგა.

„ახალი სისტემის შექმნა საშუალებას მოგვცემს, რადიკალურად შევამციროთ გაყალბების საშიშროება, ეს არის მთავარი. ის, რომ ამდენი პარტია შეთანხმდა, ერთობლივად იზრუნოს საქართველოს მოქალაქის ხმის დაცვაზე, არის ძალიან პოზიტიური მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება და თითოეული ნაბიჯი, რომელიც დავგეგმეთ, მოემსახურება იმას, რომ თითოეული ხმა იყოს მაქსიმალურად დაცული და არ მივცეთ  მმართველ ძალას ხმების მოპარვის შესაძლებლობა. მიგვაჩნია, რომ ამ ძალამ ყველა მორალური რესურსი ამოწურა, პირველ რიგში მოსახლეობის ნდობა დაკარგა, აქედან გამომდინარე, “ქართულ ოცნებასთან” კოალიცია არ განიხილება! ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, თუ რა ტიპის შეთანხმება შეიძლება გაკეთდეს. სექტემბერში შევჯერდებით ტექსტზე. 

მთავარია, „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, სწრაფად ჩამოყალიბდეს ეფექტური კოალიციური მთავრობა, რომელიც შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები