2 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვასო ურუშაძე: სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობას ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება

„მომატებული საფრთხის მქონე გზებს სახელმწიფო უყურადღებოდ ტოვებს, რის გამოც ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება“- ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მომატებული საფრთხის მქონე გზებს შესაბამისი სამსახურები განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდნენ. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული მოძრაობის უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები და არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაფრთხილებელი ნიშნები, შემაკავებელი ბარიერები და ა.შ.

"საქართველოში ყველაფერი პირიქით ხდება. ყველა ასეთი მომატებული საფრთხის მქონე საავტომობილო გზა სახელმწიფოსგან არის მიტოვებული. სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობისა და მათი ზედაპირული დამოკიდებულების გამო, საქართველოში ყოველწლიურად იღუპება ასობით უდანაშაულო ადამიანი"- განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ევროპის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

"შეუძლებელია ჩვენ ამ მოცემულობით გავხდეთ კონკურენტუნარიანი, ტურისტებისთვის მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა. უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყანას გახდის უფრო მიმზიდველს"- აღნიშნა ურუშაძემ.

"სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა რეფორმა თუ სამთავრობო ინიციატივა იყო ზედაპირული და ორიენტირებული მხოლოდ პიარზე, რასაც ცხადყოფს არაეფექტიანი ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა, დაუსრულებელი ფორმით ექსპლუატაციაში ჩაშვებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, შერჩევით საგზაო კანონმდებლობის აღსრულება და სხვა.

"სახელმწიფო დღემდე რჩება გულგრილი ამ პრობლემისადმი. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მთავრობა დღემდე არ აღიარებს პრიორიტეტად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემას, დღემდე არ არის დადგენილი ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი რეალური მიზეზები და არ გვაქვს პრობლემასთან გამკლავების გრძელვადიანი სტრატეგია"- აღნიშნა ურუშაძემ. 

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ 17 ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...