2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიმართლე არის ერთი - წერილი გადმოცემულია გახარიას ხელით

 “ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ მედიის კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა და პროკურატურის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

ჯაფარიძის თქმით, პროკურატურისგან, სამწუხაროდ, არაკომპეტენტური და მიკერძოებული მოქმედება ბუნებრივი ამბავი გახდა.  სიმართლე არის ერთი - ეს წერილი იყო გადმოცემული გახარიას გავლით. 

“სამწუხაროდ, პრემიერს არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას სიმართლე და უთხრას საზოგადოებას, თუ რა შეხება აქვს ამ წერილთან და იყო თუ არა ის ამ წერილის გადმომცემი. აქედან გამომდინარე, პროკურატურა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ გამოძიების ნაცვლად ის დაკავებულია პრემიერის გათეთრებით. მაგრამ ეს მცდელობა არის უსუსური. 

აქ საუბარია იმაზე რომ თუ პროკურატურას სურდა გამოძიების ჩატარება, იქ არის  ანაბეჭდები და ადვილი დასადგენია, როდის, სად და როგორ გადმოგვცა გახარიამ ეს წერილი.  ამის ნაცვლად,  პროკრატურა ცდილობს  გიორგი გახარიას გათეთრებას იმით, რომ არ აღმოჩნდა მისი ანაბეჭდი წერილზე, არადა, ეს წერილი გადმოგვეცა გახარიას გავლით და მისი ანაბეჭდის იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. გიორგი გახარის კომენტარი არის უსუსური. ის ცდილობს, გაექცეს პაუსხისმგებლობას,”-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები