2 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მიუხედავად “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას მაინც ეცდება

“ლელოს” ლიდერებმა -ფიქრია ჩიხრაძემ და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. 

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები იმაზეც საუბრიბენ, რომ შესაძლოა პანდემიის გამო საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2020 არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლონ, ამ შანს კი “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს. 

“ლელოს” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის, დიდი მნიშვნელობა აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობას.

“2020 წლის არჩევნები საქართევლოსთვის, სახელმწიფო პრრსპექტივისთვის საეტაპო მნიშვნელობისაა. ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და დახმარებით მიაღწია იმას, რომ საარჩევნო სისტემა უფრო სამართლიანი გახდა იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა, ვიდრე წარსულში იყო. იმისთვის, რომ არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩატარდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საერთაშორისო ჩართულობას სადამკვირვებლო მისიების აუცილებელი მონაწილეობის სახით, რასაც, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე დაემუქროს კოვიდინფიციით გამოწვეული შეფერხებების გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასაწევი ამასთან დაკავშირებით, ამის გარეშე არჩევნების სამართლიანად ჩატარება ძნელად წარმოგვიდგენია,”-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

“ლელოს”  პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, ხელისუფლებას უკვე ჩართული აქვს ძალადობრივი მანქანა მიმდინარე კამპანიის დროს. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიხილეთ “ქართული ოცნების” პირობებში ჩატარებული სამი არჩევნების განმავლობაში - სუსისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის სრული დატვირთვით გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და მათ არჩევანზე ზემოქმედება.

“ქართული ოცნების” პირობებში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ადგილზე მუშაობის საკითხი  მწვავედ დგას და აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

 IRI, NDI, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი და სხვა მისიები სტანდარტულად გრძელვადიანად აკვირდებიან საარჩევნო პროცესს და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, როგორც დარღვევების აღმოფხვრის, ასევე ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის.  კოვიდ პანდემიის გამო სერიოზული საფრთხის წინაშე დგება გრძელვადიანი მისიების ჩამოსვლა საქართველოში და მათი სრულფასოვანი და შეუფერხებელი საქმიანობა ველზე. მინდა, თხოვნით მივმართო ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ მისიების ჩამოყვანა წინასაარჩევნო პერიოდში,”-აცხადებს დათუნაშვილი.  

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი იმაზეც საუბრობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად წელავს დროს და უმოქმედოდაა. სასწრაფოდ შესამუშავებელია სპეციალური მექნიზმი (გაიდლაინი), რათა პანდემიის პირობებში მისიებს შეეძლოთ სრულფასოვნად მუშაობა და მათ წარმომადგენლებს დროულად ჩამოსვლა ადგილზე. 

“ეს საკითხი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები და საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია, რომ დროულად შეიმუშაოს ზემოხსენებული მექანიზმი, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სამუშაო გარემო შექმნას ადგილზე მისიების მუშაობისათვის.  ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. ველით დროულ რეაგირებას, რათა საფრთხის წინაშე არ დადგეს მთელი საარჩევნო პროცესი და ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანის თავისუფლება. ამავდროულად, მოვითხოვთ საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის შესახებ,”-აღნიშნა დათუნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...