2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს

“ქართული ოცნება” ინფექციურ საავადმყოფოს საშუალებას არ აძლევს, სტაციონარულ პაციენტებს უმკურნალოს 

“ქართული ოცნება” ინფექციური საავადმყოფოს წინააღმდეგ - “ლელო” ინფექციურის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკამ სტაციონარული ავადმყოფების მიღება აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო შეწყვიტა.  

 "ლელო" ინფექციურში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას  აკისრებს. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” გაუგონარი უმადურობა და თვალთმაქცობა გამოამჟღავნა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის მიმართ, როდესაც საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა იმ საკითხის  მოუგვარებლობისთვის, რომელიც შედიოდა სახელმწიფოს კომპეტენციაში. 

“ხელისუფლება ღიად უცხადებს ომს ინფექციურის თანამშრომლებს, იმ ადამიანებს რომლებმაც დაუღალავი შრომის ხარჯზე პანდემიის დროს საუკეთესო შედეგი გვაჩვენეს. ამ თვეების განმავლობაში მიღებული მილიონობით დახმარების, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედან მიღებული ფინანსური რესურსის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ინფექციურისთვის. პირიქით, დაადანაშაულა საავადმყოფო და დავა სასამართლოს გადასცა,”-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს ჯადაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საუბარი არ სურთ და მდგომარეობის რეალურად შეფასება უჭირთ. მათ გადაწყვეტილებას კი სურგულაძე არასახელმწიფოებრივს უწოდებს. 

“ლელო” მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ხოლო ინფექციურმა საავადმყოფომ ფუნქციონირების სრულყოფილად აღდგენა შეძლოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...