2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გრიგოლ გეგელიას პასუხი გახარიას

წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია

პრემიერ-მინისტრის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადება, რომ ამ მთავრობას ვითომ ადარდებს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ეს უბრალოდ  ცინიზმის მწვერვალია. გახარიას მხოლოდ 8 წლის თავზე გაახსენდა, ისიც წინასაარჩევნოდ, რომ მისი წინამორბედების და მისივე მთავრობის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკა მთელი ეს წლებია, წამლავს ასი ათასზე მეტ რუსთაველს. 

გახარიას და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსთავის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად არ ესუნთქათ ეს მკვლელი ჰაერი.  ისინი არც მომავალში არ შეცვლიან არაფერს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, წელსვე მიიღებდნენ შესაბამის ზომებს, როცა ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში იდგა. რა გააკეთეს ამის სანაცვლოდ? დაბინძურებული ჰაერის პრობლემის რეალური მოგვარება ვითომ საშემოდგომო სესიამდე გადადეს, დღეს კი უთვალავი ადამიანის ყოველდღიური გასაჭირი წინასაარჩევნო დაპირებად აქციეს! 

არც კი რცხვენიათ, როდესაც ამბობენ, რომ თურმე რუსთაველები ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ყოფილან გაბრაზებული. გახარიამ ეს პრობლემა დღეს დაინახა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვარსებობთ ადამიანები, ვინც ამას წლებია ვხედავთ და ვაპროტესტებთ. რუსთაველები დღეს არ გაბრაზებულან. რუსთაველები გაბრაზებული იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული ანტიეკოლოგიური, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკის გამო. ამ ქალაქის მოსახლეობის დაწამვლაში მთელს პოლიტიკურ კლასს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა გადააქცია რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, სადაც რუსთაველები დაუნდობლად გაწირეს ნელი სიკვდილისთვის.  

გახარიასთვის ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილია და სხვა არაფერი, რუსთაველებისთვის კი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც იწვევს უამრავ დაავადებას, დაბალ ნაყოფიერებას, ზრდის ბავშვთა არასრულფასოვანი განვითარების რისკებს და აუარებელ ჯანმრთელობის პრობლემებს.  

საბედნიეროდ, შემოდგომის სესიაზე გახარიას და „ქართული ოცნების“ პარლამენტი ვეღარ გადაწყვეტს კანონების და ხალხის ბედს. „ლელო“ უზრუნველყოფს იმას, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ჩვენ გავამკაცრებთ როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულებას. ყველა საწარმო, თუ კერძო პირი, ვინც ადამიანების მოწამვლაზე იქნება პასუხისმგებელი, დაისჯება უმკაცრესად. ჩვენ რუსთავს გავამწვანებთ ისეთი სპეციალური ნარგავებით, რომლებიც შთანთქავს მავნე ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვასა და ჩვენი შვილების კეთილდღეობას ვნებს და ფეხქვეშ თელავს. ვიმეორებ, კანონი და შესაბამისი რეგულაციები აღსრულდება უმკაცრესად, და არა ისე, როგორც წარსულში და დღეს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე უმთავრესი ჩემთვის არაფერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...