2 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

 ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 უწყების თქმით, ბელორუსია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა ელჩის მყისიერი დაბრუნება მინსკში.


 "გამომდინარე იქიდან რომ ბელორუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.
ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში.
შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან", - წერია საგარეოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები