2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, შავი ზღვის ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა. არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები