2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამარ ბაჩალეიშვილის საქმე: რატომ ჩატარდა ჩხრეკა კომპანია zag-ის დირექტორის სახლში

კომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელები არიან მობილიზებულები.

“გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან – არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები.

 

კობერიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს.

რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რას ეძებენ და რა სურთ არ ვიცი“, – განაცხადა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები