2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თენგო თევზაძე: „მთავრობის დღევანდელი ინიციატივა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს“

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კიდევ 80 ათასი ადამიანის 300 ლარით ერთჯერადად დახმარებას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.“ - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ მთავრობის სოციალური პოლიტიკა იყოს დაბალანსებული და არ არსებობდეს აღქმა, რომ საბიუჯეტო სახსრები პარტიული მიზნით გამოიყენება.

"ეპიდემიის დროს საერთაშორისო დონორების და პარტნიორების დახმარება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუმცა იმ კრიტერიუმით, რომლებიც ხელისუფლებამ დახმარების მაძიებლებს დაუწესა, ნახევარზე მეტი თანხა აუთვისებელი დარჩა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პროცესი განზრახ დროში გაწელა​, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნული დახმარება  ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკას სხვაგვარი სტიმულირება სჭირდება, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი წინასაარჩევნო კამპანიაში არამიზნობრივად გამოიყენება“. - განაცხადა თევზაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 80 000 თვითდასაქმებული, ვისაც პანდემიის გამო პრობლემები შეექმნა, სექტემბრამდე 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები