2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი.... სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა.....ბავ­შვი კვდე­ბო­და"- გოგი თოფაძე

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მეუღლესთან, ნინო ქადაგიძესთან შეხვედრას აპირებს.

"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი დაკი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხდა და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.

რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირველი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დედა­მისს, კარგი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა? მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ითვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შემიძლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა...

ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლევანი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა. მთვრა­ლი იყო ისიც, ჩემი შვილიშვილიც, იმას ის გოგო მოს­წონ­და, ჩემ­სას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ჟვა­ნი­ას რა და რო­გორ მო­ეჩ­ვე­ნა, არ ვიცი. ყვე­ლა­ნი, ვინც იქ იყ­ვნენ, ლე­ვა­ნი­კოს თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, ის გო­გო­ნაც. შევ­ხვდე­ბი დე­და­მისს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი", - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები