მსოფლიო
ექიმების გულგრილობით და თაღლითობით 25 წლის გოგო 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია
2020-08-04 17:19:29
პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.
„25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. მე მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია რომ ექიმებს არ ჰქონდათ საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.
კომენტარები