2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სისხლიანი გარჩევა ორი გავლენიანი გვარის წარმომადგენლებს შორის - მთაწმინდაზე მომხდარი დაპირისპირების მოტივი ცნობილია

 ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე, ამ დრომდე, რეანიმაციიულ განყოფილებაში რჩევა. ახალგაზრდას გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა აქვს მიყენებული.


ფაქტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი გუშინვე დააკავეს.

ამის პაერალელურად, სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამაებითი ცნობები ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიყო.

ბუსა ჟვანიას გაღიზიანება კი ფესტივალზე უთანხმოება კი ლევან თოფაძისა და ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ყოფილი შეყვარებულის გამოჩენამ გამოიწვია და პირველი ინცინდენტიც სწორედ მთაწმინდაზე მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირებისა და ძიძგილაობის შემდეგ, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა, რის შემდეგაც მას ბუსამ დაურეკა და მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს.

ბიზნესმენი გოგი თოფაძე საკუთარი შვილიშვილის დაჭრასთან დაკავშირებით ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ასევე მეორედ გამოიკითხება გოგი თოფაძის მეუღლე.

როგორც თოფაძე აცხადებს, მისი შვილიშვილის მდგომარეობა ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია, თუმცა შესაძლოა მას კიდევ დასჭირდეს რამდენიმე ოპერაცია.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია თავად ბუსა ჟვანიაც.

"ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა თუ სხვამ მიაყენა დაზიანება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არ მიუყენებია ჭრილობა. ჩემი ინფორმაციით, ის არ გამოკითხულა. მე როგორც ვიცი არ აღიარებს დანაშაულს," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები