2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

 გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

 გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინ წარმოთქვა. საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური დევნის მაგალითია და მისი საქმე საბჭოთა პროპაგანდის გაგებით გააყალბეს. ამასთან, რურუამ განაცხადა, რომ სასამართლოს წინასწარ გამოტანილი ვერდიქტის დამტკიცება ევალებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები