2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოთხოვნის მიუხედავად ადვოკატს კომპიუტერი დალუქული არ დახვდა - ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია

 

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. ადვოკატი ყვება, რომ საუბარი შეეხო იმასაც, "თუ რატომ მოხდა და რატომ მეუბნებოდნენ, რომ არ გახსნიდნენ".  
23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, რამდენიმე საათი ესწრებოდა.

"კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წარმომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი - ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს. თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას" თქვა რამიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები