2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი - დავით უსუფაშვილი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრს „ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმაურება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეოსთან საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხებოდა.  პომპეომ  თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამერიკა კვლავ რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა პომპეოს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაატაროს. 

„კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად და პომპეოს განცხადებაც  ამას ნიშნავს. ცუდი ამბავი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან  იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და მიზეზი. ჩვენ ვნახეთ  აშშ-ს კონგრესმენის მკაფიო მითითება საკუთარი მთავრობისადმი ,  რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ სახელმწიფო მდივან პომპეოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმ ტიპის თვალთმაქცობები, რასაც ქართველი ხალხი ძალიან კარგად ვხედავთ, გარედანაც ხედავენ. ამიტომ საჭიროა სიტყვისა და სტანდარტის ერთგულება, რითაც საქართველომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. სწორედ ამაზე გადის ჩვენი კეთილდღეობის, სიღარიბის დაძლევისა და იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...