2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ ისტორიული ძეგლები, რომლითაც ვამაყობთ - მამუკა ხაზარაძე

დღეს, 27  ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“  მესტიაში 30-ე  რაიონული ორგანიზაცია გახსნა. 

 “ლელოს” ლიდერებს მესტიაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა და მესტიის პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. 

"ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სვანეთის და ქვეყნის მტერი დღეს უმუშევრობაა, რომელსაც “ლელო” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამარცხებს. 

“სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ  ახლა  გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა.  როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა  სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც  ვამაყობთ ქართველი ხალხი,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

“ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, კანონი მაღალმთიანი სოფლების შესახებ, რომელიც საგადასახადო შეღავათებს  გულისხმობს, არ ვრცელდება სვანეთის სასტუმროებზე, რაც პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

“საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა.  ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი. სწორედ აქ გადაიდგმება  ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვხვდებით მესტიის  მოსახლეობას და გვაქვს საინტერესო დიალოგი, ერთმანეთს ვუცვლით აზრს. საინტერესო შეთავაზებები გვაქვს, რომ სვანეთი განვითარდეს და სრულიად სხვა ცხოვრების სტილი შეიქმნას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სვანეთი იგრძნობს სარგებელს სახელმწიფოსგან და ამ ცვლილების მექანიზმს ჩვენ შევთავაზებთ,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...