2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბაჩალიაშვილის მამა: ადამიანი, ვინც მითხრა, რომ ჩემი შვილი შარში იყო, ლადო ბაჭულაშვილია

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ადამიანი, ვინც უთხრა რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და ის "შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია.

 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მისი და ადვოკატის ვიზიტისას, ეს ადამიანი იქ არ იმყოფებოდა.

„ველოდეთ მთელი ამდენი ხანი და არ გამოჩნდა. მე დანარჩენებთან პრეტენზია არ მაქვს, მე მჭირდება ის პიროვნება - რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, შენი გოგო შარშიაო.

ლადო ბაჭულაშვილია, აქ მუშაობს, მოადგილეა. მე მოვედი, რომ უბრალოდ ვკითხო - ასეთ მდგომარეობაში ფეხბურთის ბურთივით რომ მაპამპულავებს, შეიძლება ასე უღმერთობა?! ვის ექნება გარანტია, გავალ და ცოცხალი მოვტრიალდები“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

გარდა ამისა, გარდაცვლილის მამა ყვება, რომ მისი შვილის პოვნამდე გამართულ აქციაზე მასთან  გამომძიებელი მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ აქციის გამართვა საჭირო არ იყო. როგორც ჯუმბერ ბაჩალეიშვილი ყვება, ამავე გამომძიებელმა მას უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი ვერ გახსნეს. ამ გამომძიებლის ვინაობას ჯუმბერ ბაჩალეიშვილი ვერ ასახელებს.

„მეორე დღეს, ხალხი რომ გამოვიდა, გზა გადაკეტა, ამასობაში (სახელი დამავიწყდა, აქ არ არის, შეიძლება სოროშია სადღაც), მოდის და მეუბნება - ჩვენ ესე ვილაპარაკეთო?!

მე არ გამომიყვანია არავინ, ხალხი მედგა გვერდშიმეთქი. მოდი ერთი წუთით, რა ქენით იმ კომპიუტერში, რა არის, ლადო არ პასუხობსმეთქი და ვერ გავხსენით კომპიუტერიო. მე ეგ მინდა გავარკვიო, გაიხსნა თუ არ გაიხსნა“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები