0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან, ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება" - გაბეჩავა მიმართვას ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ანი გაბეჩავას განცხადებით, არც მისი ჩვენება და არც მეგობრებთან მიმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და გამოძიებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია. როგორც გაბეჩავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის იყო პირველი ადამიანი, ვინც შაქარაშვილის საქმის ფარგლებში გამოიკითხა. მისივე თქმით, იგი გამოძიებასთან მაქსიმალურად თანამშრომლობს. 

"გადავწყვიტე,რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ,რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან,რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში,ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული,დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას. გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს,რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა,რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია. ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა,რომ გამერკვია თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:1.მარტო არ მსურდა წასვლა, 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა,რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა,რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა.

ნუ დაგავიწყდებათ,რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი,რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას. მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია ამომწურავად გაგცემთ პასუხს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელისო კილაძეს იმისათვის,რომ შეძლო ჩემს სიტუაციაში შესვლა და საზოგადოებისათვის ჩემი მდგომარეობის ისე გადმოცემა, როგორც რეალურად იყო. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების იმ ნაწილს,რომელიც მამხნევებდა ამ მძიმე დღეებში." - წერს გაბეჩავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...