0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა... შორს წასული გვამური მოვლენების გამო დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო" - ექსპერტი

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის, ცენ­ტრ „ემ­პა­თი­ას“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, „შორს წა­სუ­ლი გვი­ა­ნი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო“ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სხე­ულ­ზე ზე­და­პი­რუ­ლი ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

მი­სი­ვე თქმით, სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის დად­გე­ნის­თვის კვლე­ვე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ნი­მუ­შე­ბი აღე­ბუ­ლია.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სიკ­ვდი­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბა 3-7 დღეა. სიკ­ვდი­ლის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰის­ტო­ლო­გი­უ­რი და ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი. ამ ექ­სპერ­ტი­ზი­სათ­ვის ნი­მუ­შე­ბი აღე­ბუ­ლია.

ზე­და­პი­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი ან სხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო შორს წა­სუ­ლი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა ჯიშ­კა­რი­ან­მა ბრი­ფინგზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები