0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი შსს-ზე - საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყების მხრიდან აპელირება, რომ თითქოს გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, საზოგადოებაში თვითმკვლელობის ვერსიის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ფსიქოლოგი ბევრ ადამიანს ჰყავს და მასთან ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად რაღაც სერიოზული პრობლემა უნდა ჰქონდეს.

„ასე პირდაპირ მიმართება, რომ ფსიქოლოგი დაიკითხა და ახლა ამას იმიტომ არ ვასაჯაროებთ, რომ ოჯახის მდგომარეობა გვესმის, ამაზე აპელირება ცოტა უხერხულია საგამოძიებო უწყების მხრიდან. ასეთ აზრს მიჩენს ეს, რომ საზოგადოებაში უკვე დებენ მარცვალს, რომ თვითმკვლელობა მოხდა იმიტომ, რომ გოგონას ჰყავდა ფსიქოლოგი, მან დატოვა წერილი, მან შეიძინა წამლები, რომ მზაობა გვქონდეს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. ის 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები