0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები - შსს

17 ივლისს ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა. 

„17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები. გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე-კამერებმა, ის, ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტური სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები