0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანიიდან, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცველებმა კომპიუტერები ამოიღეს

კომპანია „ზეგი“-დან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, სამართალდამცავებმა კომპიუტერები ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები საგამოძიებო მოქმედებებს კომპანიის ოფისში გვიან ღამემდე ატარებდნენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პოლიცია შევიდა და სამუშაოები მიმდინარეობდა მეორე კომპანიაშიც, რომელშიც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგ“-ში პროგრამისტის პოზიციაზე იყო დასაქმებული, რომელიც „აუთსორსზე“ მუშაობდა.

ცნობისათვის, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროს ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს გარდაცვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები