0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რომ არა „ქართული ოცნება“, წელს ანაკლია პირველ გემს მიიღებდა - გიგლა მიქაუტაძე

რა ცინიზმია გერქვას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მეგრელოში და ხალხს ანაკლიის პორტის აშენებას პირდებოდე.    ბატონებო, როგორ შეგიძლიათ ასე ურცხვად აყაროთ ხალხს თვალში ნაცარი? რომ არა თქვენი გუნდის ორკესტრირებული შეტევა და თქვენი პოლიტიზებული პროკურატურა, მის მიერ შეთითხნილი უსაფუძვლო ბრალდებებით პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ, უკვე წელს ანაკლია პირველ გემს მიიღებდა. სწორედ თქვენ უშლით ხელს ამ პროექტის რეალიზებას და სანამ თქვენ მართავთ ქვეყანას, ის არ განხორციელდება.    თუმცა თქვენი დაპირება იმის აღიარებაა, რომ სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს ანაკლიის პორტი სასიცოცხლოდ სჭირდება და თქვენც კარგად გესმით ხალხის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ.    ჩვენ მოსახლეობას კი მინდა მოთმინებისკენ მოვუწოდო. ანაკლიის პორტი და დიდი ინდუსტრიული ქალაქი მის ირგვლივ აუცილებლად აშენდება, მას შემდეგ, რაც დღევანდელ ხელისუფლებას სახლში გავისტუმრებთ და ქვეყნის მართვის სადავეებს ეროვნულ მთავრობას ჩავაბარებთ, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებს. „ლელო საქართველოსთვის“ მოდის კონკრეტული გეგმით, როგორ აქციოს ქვეყანა რეგიონის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად და როგორ შექმნას ახალი 200.000 სამუშაო ადგილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები