საზოგადოება
კომპიუტერი ვინც გახსნა, მითხრა თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე არისო - თამარ ბაჩალიაშვილის მამა
2020-07-22 13:33:06
მითხრეს, კომპიუტერი გავხსენით და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, იქამდე სანამ შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, განაცხადა, რომ ბოლო დროს ახალგაზრდა სამსახურიდან შინ განერვიულებული ბრუდებოდა.
„არ უთქვამთ რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. ეს მითხრა იმან, ვის ხელშიც კომპიუტერი იყო. ამის შემდეგ მეორე მოვიდა და არ არის კომპიუტერი გახსნილიო. სახელებს არ ვიტყვი. შევეწირები ამ საქმეს... ესე იგი საქართველოში ვერ ცხოვრობს ადამიანი ნორმალურად“, - განაცხადა ბაჩალიაშვილს მამამ.
კომენტარები