0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”მეზობლები არ მტოვებენ, არ მეგონა ჩემს შვილს თუ ამდენი ხალხი დაუდგებოდა, მადლობა ხალხო, გაიხარეთ ხალხო…” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

იქნებ გადავარჩინოთ, ჯერ კიდევ არის ამის საშუალება – ამის შესახებ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ “მთავარ არხთან” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, გამოძიება ეფექტურად არ მუშაობს და ოჯახი დეტალების შესახებ ინფორმირებული არაა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა.

სრული ვაკუუმი მაქვს ინფორმაციის, სრულ ვაკუუმში ვარ. არავინ არაფერს არ მაგებინებს” – ამბობს დაკარგული გოგოს დედა.

თამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახი, მათი ახლობლები, სამეზობლო და საინიციატივო ჯგუფი რუსთავიდან, მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ სამძებრო სამუშაოებში, თუმცა მათ ამის საშუალება ჯერჯერობით არ მიეცათ.

გარდა ამისა, მისთვის გაუგებარია, რატომ არ ხერხდება აქამდე დაკარგულის მანქანის პოვნა.

როგორ გაქრა ის მანქანა? – ვეკითხები. არა ვარ მე კომპეტენტური, მაგრამ იმდენს მაინც ვხვდები, რომ არის რაღაცა სითხე, რომელიც შეიძლება მიასხან ნომერს და ვერ დააფიქსიროს კამერამ და გამოსულია იმ არეალიდან. მაშინ ხომ უნდა მოხდეს სხვა არეალში მისი მოძებნა? ან სულაც შეიძლება ან ევაკუატორით, ან დიდი დახურული მანქანით გამოიყვანეს ჩემი შვილის მანქანა იქიდან და სულ სხვა მიმართულებით არის წაყვანილი”, – თქვა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები