0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“რომ არა მედია ეს უბედური ბავშვი გალახული და მრავალჯერ მოკლული შერჩებოდა მარადისობას”

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურა გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“საცოდავი ბავშვი.

და საცოდავი საქართველო.

უკვე მერამდენედ გახდა ავადმყოფი, სადისტი პირუტყვების წერა.

და ვინმე ჭკუათმყოფელს სჯერა, რომ ამ უსულგულო, პათოლოგი ხვადაგების ხელში, რომლებსაც ასეთი სისასტიკის შეთხზვა და აღსრულება შეუძლიათ, ქვეყანას მომავალი აქვს?

ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. თავისი შინაარსით, მასშტაბებითა და სისასტიკით ეს სერიოზული გონებრივი პათოლოგიებისა და დეგრადაციის აღმნიშვნელია.

და ამას ემატება ცხოველური შიში, რომელიც საზოგადოებას აიძულებს რომ ეს ყველაფერი მიიღოს და კონფორმისტულად შეინივთოს. პროფესიული უღირსობისა და უინტელექტობის კატასტროფული დონე.

ელემენტარულ დეტალებზე საუბრობდა უკრაინელი ექსპერტი; სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხეკურსელმა რომ უნდა იცოდეს, ისეთ დეტალებზე. როგორ სძინავს ამ ხალხს ღამით? უვიცობა, ვირეშმაკობა, ბოროტება და სისასტიკე; თანაც უკიდურესი ცინიზმით შეზავებული.

პოლიტიკური ელფერი მისცა ამ შემთხვევას მთავარმა არხმაო. არ ყოფილიყო ალტერნატიული მძლავრი მედია-საშუალება და ვერც ეს უბედური ბავშვი იპოვიდა ვერასოდეს სამართალს; თავისი სამშობლოსავით გალახული, დამცირებული, დაჩაგრული და მრავალჯერ მოკლული შერჩებოდა მარადისობას”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები