0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაცვეთილი დაპირებები და ძველი სახეები - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მმართველ გუნდს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი აღარ გააჩნია. 

„სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მმართველ ძალას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის რესურსი არ გააჩნია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძველი რიტორიკა და საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია სახეები. მოვისმინეთ გაცვეთილი დაპირებები. ქართული ოცნების დღევანდელი პრეზენტაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს ძალა ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. საზოგადოებამ დაინახა, რომ ამ ძალას არავითარი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის სამართავად.  

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს და, შესაბამისად, ვერც საუბრობს საკუთარ მიღწევებზე. ამიტომ მიმართავს მათ მიერ უკვე აპრობირებულ ტაქტიკას, რომელიც აღარ გაჭრის. ფაქტია, ვერაფერს ახალს ვერ ამბობენ თავიანთი მმართველობის პერიოდზე და ისევ და ისევ  საუბრობენ იმ პერიოდზე, რომელიც 8 წლის წინ წარსულს ჩაბარდა. ეს ხელისუფლება არის ქვეყნის რეგრესის ავტორი, რომელმაც ქვეყნისთვის ვერაფერი სასარგებლო ვერ გააკეთა. ოცნებამ ამოწურა არა მხოლოდ იდეების რესურსი, არამედ ადამიანების რესურსიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტისთვის წარსადგენ კადრებზე, პირველი მახასიათებელი უნდა იყოს მათი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების კანდიდატთა შერჩევის ძირითადი პრინციპი არის პარტიის თავმჯდომარის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...