მსოფლიო
გიორგი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს” – უკრაინელი ექსპერტი
2020-07-19 23:40:31
გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - უკრაინელი ექსპერტის, ოლგა კარმუშინას აცხადებს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორც მან, „პოსტ ფაქტუმში“ განაცხადა,სხეულზე გარდაცვლილს გვამური ლაქები არათანაბრად გამოხატული ჰქონდა.
„გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს. 18-დან 19 ივნისს, ღამით ბიჭის კვალი ქრება და 22-ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში ცალსახადაა დაწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება . ასევე სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს უცვლიდნენ პოზიციას,“ – აცხადებს ექსპერტი.
კომენტარები