0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს მერაბ კოკოჩაშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან ოპერაცია თოდუას კლინიკაში ჩაიტარა. ინფორმაცია ამის თაობაზე კი კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ჩემი დიაგნოზი მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე გახლდათ. ჩემი ექიმი, ლაშა თურქიაშვილი მშვიდად, გულახდილად და ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნიდა ყველაფერს, შეხვედრის შემდეგ თავი უკვე უკეთ ვიგრძენი.

გარდა იმისა, რომ საოცარი ოსტატია, არაჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ, რომელმაც დამიხატა კიდეც ყველა დეტალი, მისი გეგმა, რასაც აპირებდა ოპერაციაზე. ისე ჩაიარა ყველაფერმა, თითქოს არაფერი მომხდარა, განვაგრძობ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში” – განაცხადა კინორეჟისორმა. 

ქართველი კინორეჟისორი ამჟამად 85 წლისაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები