0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლელოს 28 რაიონული ორგანიზაცია ხულოში

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ხულოში  რიგით 28-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. პარტიის წევრებმა ხულოში გამართეს შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად ხულოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს. „ლელო საქართველოსთვის“ ხულოს გუნდს ლევან აბულაძე უხელმძღვანელებს.

„მმართველმა გუნდმა დღეს ისიც ვერ მოახერხა, რომ მსოფლიოში წყლით მდიდარი ქვეყნის სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს. ეს არის მთავრობა, რომელმაც ეკონომიკა გააჩერა და ხალხი ლუკმა-პურისთვის უცხოეთში გაუშვა. ეს არის კლანი, რომელიც „მოაჯდა“ ჩვენს ქვეყანას და წინასაარჩევნოდ ჩვენივე ფულით თვალთმაქცურად იწყებენ გზების გაკეთებას, რომ მერე ისევ გადათხარონ და ოლიგარქებმა და ტენდერებში მონაწილეებმა ფული იშოვონ. ეს ცხოვრება ასე არ გაგრძელდება და ჩვენ ამას დავასრულებთ, მე ამას  გპირდებით, რადგან მე არ მინდა დაცარიელებული ქვეყნის ყურება“ - მამუკა ხაზარაძე. 

„ჩვენ ამოვედით ხულოში იმისათვის, რომ შევცვალოთ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც აქ და მთელ ქვეყანაშია, შევცვალოთ უიმედობა, ადამიანებს ვანახოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან, იმისათვის, რომ ამ არაჩვეულებრივ პატრიოტებს, რომლებიც აქ დგანან, აქ იცავენ საქართველოს თავისუფლებას თავიანთი შეუპოვრობით, ვუთხრათ, რომ ისინი არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი ძალა. უნდა შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც აქაურები მიდიოდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და ახლა არიან სასოწარკვეთილი იმიტომ, რომ ვეღარ ახერხებენ საზღვარზე გადასვლას. ჩვენ მათ აქ უნდა მივცეთ დასაქმების საშუალება, ჩვენ აქ უნდა შევუქმნათ შესაძლებლობები და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები, ხულოელები, მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები  იმსახურებენ სრულ ყურადღებას სახელმწიფოსგან, იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ დავაფასოთ ის შრომა, რომელსაც ისინი ეწევიან და ეს არის სარკმელი ჩვენი ქვეყნის,“ - ბადრი ჯაფარიძე. 

„ადამიანებს, რომლებსაც შრომის მეტი არაფერი გაუკეთებიათ თავიანთ ქვეყანაში, დღეს შრომის უფლებას აღარ აძლევენ და ეს უნდა შევცვალოთ. ახალგაზრდები ჩვენი წინამორბედების გვერდით უნდა დავდგეთ და უნდა შევძლოთ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მან თქვას თავისი სიტყვა მსოფლიოში,“ - ლევან აბულაძე. 

„ხულო არის ღირსებასთან და თავისუფლებასთან ახლოს მდგომი რაიონი, სადაც სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ჩვენ ვაპირებთ, ქართულ პოლიტიკაში დავამკვიდროთ მთიელებისთვის კარგად ნაცნობი სიტყვის ფასი. ხულო არის კუთხე, რომელიც ზრდის ყველაზე კარგ მოსწავლეებს, ბათუმსა და თბილისში ჩემ გარშემო ყველაზე წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ და მე მათით ვამაყობდი, ამიტომ ჩვენ უნდა შევუწყოთ ამ ადამიანებს ხელი, რომ ღირსეულად იცხოვრონ. სწორედ ამ კუთხიდან უნდა დავიწყოთ საქართველოს გამდიდრება, საქართველოს გაერთიანება,“- ირაკლი კუპრაძე.  

„ქართული ოცნება“ ბოლო 8 წელია, გაჩერების ხანაში გვაცხოვრებს, მათ უკვე გააკეთეს თავისი გასაკეთებელი, თუმცა დავინახეთ, რომ წინ არ წაუწევიათ ქვეყანა. ამიტომ ახალი პოლიტიკური ცენტრის გარშემო პატრიოტები ვდგებით და ვირაზმებით, ახალი ბედნიერი და მდიდარი საქართველოს ასაშენებლად,“- თაზო დათუნაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები