0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელო საქართველოსთვის" შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კახა კოჟორიძემ და გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით.  

პარტიის ლიდერების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად. “ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს  საზოგადოების მოთმინების უნარის გამოცდა და დაუყონებლივ მოჰფინოს ნათელი შაქარაშვილის საქმეს.  ამასთან, პარტია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას თუ პროფესიულ შეცდომებს.  სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბების და და მალვის ხელშეწყობა. ჩვენი პარტია არ შეეგუება,  რომ სახელმწიფოში დაბრუნდეს კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ შევეგუებით "ქართული ოცნების" გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობის და შიშის შეგრძნებას  - საზოგადოებაში,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და  საქმეში დეპუტატის შვილის ფიგურირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. 

„ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი აღიარების მომსწრენი, რომ დეპუტატ კობალაძის ვაჟი მხოლოდ მას მერე დააკავეს, როდესაც მედიაში, ზეწოლის მიუხედავად, გავიდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, სწორედ დეპუტატის ვაჟი ფიგურირებს.  ამ და სხვა საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლების მცდელობები, პოლიტიკურად აღასრულოს მართლმსაჯულება და ხელი დააფაროს დამნაშავეებს, სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს,“-აცხადებს გეგელია. 

„ლელოს“ ლიდერის  კახა კოჟორიძის თქმით, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და უფლებები დგას საფრთხის წინაშე, მანამ, სანამ ეს სისტემა იქნება, რადგან ხელისუფლების წევრები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოების წინაშე. 

„ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოება  სამართალდამცავი სისტემის სრულ  კრახს უყურებს.  ისინი ვერ იძიებენ საქმეს, რადგან ეს სისტემა ხელს აფარებს დამნაშავეებს და არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. 

„ლელო“ არ შეეგუება იმას, რაც დღეს ხდება სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენი მიზანია არა ზედაპირული ცვლილებები, არამედ ამ სისტემის სრული ტრანსფორმაცია. საზოგადოებას აქვს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და დღემდე არცერთ თანამდებობის პირს კითხვაზე პასუხის გაცემა არც კი უცდია,“-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...