მსოფლიო
„ლელო საქართველოსთვის“ - ხელისუფლება სატელეკომუნიკაციო ბიზნესსაც მიწვდა
2020-07-11 10:03:57
პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი და მისი დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მმართველი პარტია პატივს არ სცემს საკუთრების უფლებას და დაინტერესებულია საკუთარი მიზნებისთვის ბიზნესზე სადავეების გაძლიერებით. „ლელო საქართველოსთვის“ იზიარებს სატელეკომუნიკაციო ბიზნესის წარმომადგენლების შეშფოთებას და მხარს უჭერს კანონპროექტის უკან გაწვევას. დაუშვებელია რეგულატორის უფლებების იმ დონემდე გაზრდა, რასაც კობა ბექაურის უწყება ითხოვს, კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და მის მიერ კომპანიის წილების გასხვისების უფლების ჩათვლით.
ის, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არ არსებობს და ბიზნესი დაუცველია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილმა კანონპროექტმაც დაადასტურა, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. ამიტომ, დღითიდღე ნათელი ხდება, რომ თუ მომავალ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება, ბიზნესგარემო ქვეყნაში კიდევ უფრო გაუარესდება და წნეხი კერძო სექტორზე მხოლოდ გაიზრდება.
კომენტარები