2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

საქართველოს   ბანკი   ღვინის   ინდუსტრიის   მხარდაჭერის კვალდაკვალ   ბიზნესების   წახალისებას     განაგრძობს.   ამჯერად   ბანკისა   და   მისი მრავალწლიანი   პარტნიორის  GWS-ის   თანამშრომლობით   თელავში,   ყვარელში, ახმეტასა   და   მარტვილში   316   ჰა   ზე   კომპანიის   საკუთრებაში   არსებული   ვენახები განახლდება.   კომპანია   საფერავის,   ქისის,   მწვანეს,   რქაწითელის,   ოჯალეშის   ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.  ინვესტიცია ვენახის   განახლებისთვის   საჭირო   აგროტექნიკის   შეძენასაც   ითვალისწინებს,   რაც წარმოების   დახვეწილ   პროცესს   კიდევ   უფრო     სწრაფს   და   მარტივს   გახდის. კომპანიისთვის   ფინანსური   მხარდაჭერა   სახელმწიფო  შეღავათიანი  კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი.

„მოხარული   ვართ,   რომ   საქართვალოს   ბანკისა   და  ქართული   ღვინისა   და ალკოჰოლური   სასმელების   კომპანია   GWS-ის  მრავალწლიანი   პარტნიორობა   კვლავ წარმატებით გრძელდება 2017 წლიდან და   ჩვენ  ერთად არა ერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების   განახლებას   გეგმავს.   აღსანიშნავია,   რომ  GWS   -   ერთ-ერთი   უძველესი   და ცნობილი   ღვინის   საწარმოა   საქართველოში.  ის  1993   წელს     თელავში,   ჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის   ბაზაზე   შეიქმნა.   მოხარული   ვართ,   რომ   გვაქვს   შესაძლებლობა   ხელი   შევუწყოთ ასეთი წარმატებული კომპანიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს  ბანკის  კორპორაციული  საბანკო  მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის,   კომპანია   “GWS”-ის   მფლობელობაში   დღესდღეისობით   400 ჰექტარი ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.   85% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს,15%   კი,   საერთაშირისო   ცნობილი   სახეობებია.     სულ   მალე   კომპანია   “GWS” მომხმარებელს   საკუთარი   ვენახებიდან   ბიო-ტექნოლოგიის   გამოყენებით   შექმნილღვინოს   წარუდგენს.   ღვინის   წარმოების   პროცესი   დახვეწილია.   ყურძენი   ხელითიკრიფება   და   მარცვლები   მაქსიმალურად   დაცულია   დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას   განსაკუთრებული   ნორმების   დაცვის   შედეგად   საწარმოში მხოლოდ  საუკეთესო  მარცვლები  ხვდება,  რაც  კომპანიას  მაღალი  ხარისხის   ღვინისწარმოების   შესაძლებლობას   აძლევს.     ღვინის   დამზადებისთვის   კომპანია ტემპერატურული   რეჟიმის   კონტროლის   შესაძლებლობის   მქონე   უჟანგავი   ფოლადის ცისტერნებს   იყენებს.   ხშირ   შემთხვევაში,   ადგილწარმოშობის   ღვინის   დაძველება   12 თვის   განმავლობაში,   მუხის   კასრში   ხდება.   სწორედ   კასრისა   და   სხვადასხვა   ჯიშის ყურძნის   სწორი   შეხამება   იძლევა   უნიკალური   გემოს   მქონე     ღვინის   დამზადების შესაძლებლობას.  GWS აწარმოებს   წყნარი   ღვინის,   ცქრიალა   ღვინის   და   სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები