მსოფლიო
სპეციალური შეთავაზება თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის დეველოპერული კომპანიისგან - „რედკო“
2020-07-09 11:16:35
თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანია - „რედკო“ განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. სტატუსის მომხმარებლებისათვის, „რედკოს“ პროექტში - „ახალი გუდაური“, მინიმუმ 33 კვ.მ ბინის შეძენის შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ღირებულება 2886 ლარია.
კომპანია „რედკოს“ პროექტი - „ახალი გუდაური“ გუდაურში, საბაგირო გონდოლადან 100 მეტრის დაშორებით, 50 ჰექტარზე გაშენებული საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 16 აპარტ-ოტელს, ჯამში 2300-მდე აპარტამენტს და სასტუმრო “Radisson Blu”-ს აერთიანებს. კომლექსის დამსვენებლები სარგებლობენ კონსიერჟის მომსახურებითა და სადღეღამისო დაცვის სერვისით, სპა ცენტრებითა და საუნით, სავარჯიშო დარბაზით, ღია და დახურული საცურაო აუზებით, ლაუნჯით, მიწისქვეშა პარკინგით, რესტორნებით, სათხილამურო ინვენტარის მაღაზიითა და ბავშვთა გასართობი სივრცეებით.
აღნიშნულ შეთავაზებასთან ერთად, თიბისი სტატუსის მომხმარებლებს შეუძლიათ იპოთეკური სესხების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იპოთეკურ სესხზე 5 წლის განმვალობაში 4%-იანი სუბსიდირებით ისარგებლონ. დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად ინიცირებული პროგრამა 1 ივლისიდან ამოქმედდა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.
პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.
კომპანია „რედკოს“ შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბანკირს ან სტატუს ცენტრს. იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე - Tbcbank.ge, ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 და ასევე, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომენტარები