0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელი - მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ პარტიის სახელით შეტანილი სარჩელის შესახებ ბრიფინგი გამართეს. სარჩელი დღეს განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო არასაჭირო, უსამართლო და დისკრიმინაციული სანქცია, რომელმაც  ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს.

„სარჩელი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რომ იმსჯელოს და დაადგინოს სტანდარტი, რომლის დროსაც საქართველოს კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ისე უნდა იმართოს საგანგებო მდგომარეობა და, ამავე დროს, უნდა იყოს დაცული მოქალაქეების ინტერესი. „ლელო“ იყო პარტია, რომელიც ითხოვდა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ კონსტიტუციას გვერდი აუარა და დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტი აპირებს, რომ ხელისუფლებას ერთპიროვნული მმართველობა გაუხანგრძლივოს. თუ არჩევნების გზით, მოსყიდვით და ძალადობით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩენას მოახერხებს, არ გვექნება გარანტია, რომ კონსტიტუციას არ გააუქმებს და სასამართლოს კონტროლის გარეშე დაგვიწესოს შეზღუდვები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევცვლით ამ მდგომარეობას და ქვეყანა დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად.

ბრიფინგის მსვლელობისას, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქართული დემოკრატიის მოსპობას და ამას მოწმობს ხელისუფლების ქმედებები.

„მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს სწირავს ლეგალურ ბუნდოვანებაში ცხოვრებისათვის, რაც საფრთხეში აგდებს ჩვენს თავისუფლებას. მათი ქმედებები და ქვეყნის სრულ იზოლაციაში ცხოვრება პრორუსულ ინტერესს ატარებს. ამაზე მეტყველებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება, ამაზევე მეტყველებს ამერიკის და საქართველოს მეგობრობა, რაც პირობითი ხდება და პირდაპირი კავშირი აქვს დემოკრატიული სტანდარტის შენარჩუნებასთან. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ „მიღწევები“, რომლის გამოსწორებასაც დრო დასჭირდება,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები