0 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლელოს მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფაა - ბადრი ჯაფარიძე

"2020 წლის არჩევნებზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელსაც აქვს ნამდვილი და კონკრეტული ხედვა,”- ასე აფასებს წინასაარჩევნო გარემოს “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

“არჩევნების შედეგად უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება კონკრეტული გეგმა და  შეთავაზებები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. “ლელოს” მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა და  ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ჩვენ გავათავისუფლებთ ადამიანებს  მარცხისგან  და გაჭირვებისგან. ჩვენ ვმუშაობთ ძლიერ ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც შექმნის და გაზრდის ქვეყნის  და ჩვენი  მოქალაქეების შემოსავლებს. ლელოს მიზანია, ქვეყანა გახდეს კონკურენტუნარიანი და საქართველომ დაიკავოს ლიდერის პოზიცია რეგიონში”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ბადრი ჯაფარიძე პარტიის მიერ სამომავლოდ გასატარებელ გეგმებზეც საუბრობს, მისი თქმით, “ლელოს” პრიორიტეტი ქვეყნის როგორც ეკონომიკური წინსვლა,  ასევე ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებაა. 

“ასევე ვმუშაობთ განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამაზე,  რადგან ყველა გამოკითხვით და მოცემულობით,  ორივე სფერო ქვეყანაში დაბალ დონეზეა.  ჩვენი ამოცანაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ხელისუფლებაში  მოვიდნენ  კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ აქციონ  საქართველო მიზიდულობის ცენტრად რეგიონში,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები